UNTITLED

08 ივლისი 2015 – 20 ივლისი 2015

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2015 წლის 8 ივლისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ თამარ ხმიადაშვილისა და თამარ მაღლაფერიძის გამოფენას ,,UNTITLED". 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ორი მხატვრის 35-მდე დიდი ზომის ფერწერული ტილო, რომლებიც გამოფენის მთავარ პრინციპს - სივრცეს აერთიანებენ. თავისთავად ეს სივრცე საშუალებას აძლევს მხატვრებს თვალნათლივ წარმოაჩინონ ინდივიდუალიზმი და პროცესი, რომელიც საკუთარ თავში შემოქმედის პოვნას ემსახურება. წარმოდგენილი ნამუშევრები იშვიათად, მაგრამ მაინც გადაიკვეთება შინაარსითა და მოვლენებით.

თამარ მაღლაფერიძემ 2012 წელს, ხოლო თამარ ხმიადაშვილმა 2013 წელს, დაამთავრეს აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. თამარ მაღლაფერიძე 2010 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში, როგორც საქართველოში ისე რუსეთსა და ყაზახეთში. განხორციელებული აქვს არქეოლოგიური პროექტი Not Just History, პილოტური პროექტი ,,სოციალური ხელოვნების ცენტრი" და სხვა.  

თამარ ხმიადაშვილი 2013 წლიდან მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში საქართველოსა და ნიუ-იორკში, ჰქონდა ასევე პერსონალური გამოფენები ლაიფციგსა და თბილისში.

ორი ხელოვანის მიერ შექმნილი ნააზრევი, თავისი გამომსახველობითი თვითმყოფადობით დამთვალიერებელზე ახდენს ზეგავლენას. მათ მიერ კონცეფციად გაერთიანებული სივრცე დღევანდელ მხატვრობაში ახალ რეალობას ქმნის.

გამოფენა 2015 წლის 20 აგვისტომდე გაგრძელდება.

მისამართი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. N8.