ქართული პლაკატი

29 მარტი 2008 – 29 მარტი 2008

თბილისის ისტორიის მუზეუმი

29 მარტს თბილისის ისტორიის მუზეუმში ქართული პლაკატის საიუბილეო გამოფენა იხსნება. 
50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მოსკოვში 1958 წელს ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის II დეკადა ჩატარდა. დეკადაზე წარმოდგენილ ყველა დარგს: თეატრს, კინოს, კლასიკურ და საესტრადო მუსიკას, ლიტერატურას, მხატვრობასა და ფოლკლორს უდიდესი წარმატება ხვდა წილად. სპეციალურად ამ დეკადისთვის ქართველ მხატვართა ჯგუფმა ვ. გრიგოლიას მეთაურობით პლაკატების ძალზედ საინტერესო სერია შექმნეს, რომელთაც მოსკოველთა მხრიდან არანაკლები გამოხმაურება მოჰყვა.