სარკის უკანა მხარე

19 ივნისი 2015 – 04 ივლისი 2015

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2015 წლის 19 ივნისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიწვევთ მანუჩარ ოქროსცვარიძის გამოფენაზე სახელწოდებით ,,სარკის უკანა მხარე".  

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე მხატვრობის გამორჩეული და თვითმყოფადი ხელწერის მქონე წარმომადგენლის, მანუჩარ ორქოსცვარიძის თანამედროვე კონცეპტუალური ხელოვნების 50-მდე ნამუშევარი.

მანუჩარ ოქროსცვარიძის პროექტი რეტროსპექტული ხასიათის ექსპოზიციაა, სადაც წარმოდგენილია მისი ადრეული და ბოლო წლების საუკეთესო მინიმალისტური გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები, არტ-ობიექტები და ინსტალაცია. აღსანიშნავია, რომ 2014-2015 წლის მინიმალისტური ნახატების სერია პირველად იფინება. წარმოდგენილი იქნება, ასევე ორი ახალი ინსტალაცია. ექსპოზიციაში ჩართულია ეგზისტენციალურ-სოციალურ თემაზე შექმნილი პროექტის ,,ხისტერე"  ნაწილი, რამდენიმე არტ-ობიექტი და 2010-2014 წლებში, კონფლიქტებთან დამოკიდებულების თემაზე შექმნილი ნამუშევრები.

პროექტი დღვანდელობის გამოძახილია, ხელოვანი ხსნის იმ დაფარულ შრეებს, სადაც ესთეტიკისა და სხვადასხვა სივრცის ცნების გაერთიანება შეიძლება მოხდეს. ,,

გამოფენა 2015 წლის 4 ივლისამდე გაგრძელდება.

მისამართი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. #8