Art ფესტივალი ,,ხატე საქართველოსთვის“

27 მაისი 2015 – 05 ივნისი 2015

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2015 წლის 27 მაისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი და არასამთავრობო ორგანიზაცია VOICE from GEORGIA წარმოგიდგენთ მცხეთის მესამე საერთაშორისო ART ფესტივალის - „ხატე საქართველოსთვის" დასკვნით გამოფენას.

მცხეთის მესამე საერთაშორისო ART ფესტივალი - „ხატე საქართველოსთვის" ისტორიულ ქალაქ მცხეთაში 18 მაისს დაიწყო, რომლის ბოლო, დამაგვირგვინებელ ეტაპსაც აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს.

ექსპოზიციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სოციო-კულტურული სივრცის წარმომადგენლები: კანადელი, ინგლისელი, ჰოლანდიელი, პოლონელი, ლიტველი, ეგვიპტელი, ინდოელი და ქართველი ხელოვანები.

კულტურათაშორისი დიალოგი, ხელოვნების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საქართველო, როგორც რეგიონის ლიდერი ქვეყანა, მისი როლი გზაჯვარედინზე, მისი გამოწვევები და უნიკალური ქართული ღვინო, როგორც კულტურის ნაწილი - სწორედ ეს არის ფესტივალის „გზაჯვარედინი" კონცეფცია.

გამოფენა 2015 წლის 5 ივნისამდე გაგრძელდება.

მისამართიგრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), იონის . 8.