მინა, განათება, არქიტექტურა

14 აპრილი 2010 – 25 აპრილი 2010

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2010 წლის 14 აპრილს 17.00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრანტების პროექტს სახელწოდებით: „მინა, განათება, არქიტექტურა''.

პროექტი ითვალისწინებს ახალ ექსპერიმენტულ ხედვას, სადაც სამი კომპონენტი მინა, განათება და  არქიტექტურა  ურთიერთამოკიდებულია და ქმნის ორგანულ მთლიანობას.

თანამედროვე სივრცეში ძალზედ მნიშვნელოვანია არქიტექტურული აზროვნება. მინა, რომელიც ამ პროექტში ძირითად მასალად გვევლინება, ჰარმონიულად ემორჩილება არქიტექტურის კანონებს. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები გამოირჩევა ლაკონური დეკორატიულობით, ინდივიდუალურობით და მაღალმხატვრულობით.

ჩვენს დროში დიდი მნიშვნელობა შეიძინა განათების სპექტრმა, სამყარო უკვე წარმოუდგენელია განათებისა და ფერთა სივრცობრივი მანიპულირების გარეშე. თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით იქმნება ახალი ვიზუალური რეალობა, რომელიც ქმნის ახალ განცდას, მართავს დამთვალიერებლის ემოციას და ფსიქოლოგიურ განწყობას.

პროექტში წარმოდგენილი იქნება სამხატვრო აკადემიის მაგისტრანტების: თამთა მათინოვის, ნინო ჯიხუაშვილის, ლელა დოლმაზაშვილის, ნათია პაპიაშვილის და გურამ გოგოლაძის ნამუშევრები.

პროექტის ხელმძღვანელია სამხატვრო აკადემიის ლექტორი თამარ  გრიგოლია.

გამოფენა 25 აპრილამდე გაგრძელდება.

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი. სიონის . #8 (ქარვასლის შენობა)