საქართველო-მითი და რეალობა

29 სექტემბ. 2010 – 19 ოქტომბ. 2010

ხელოვნების მუზეუმი

საქართველოს ეროვნუმი მუზეუმი, საქართველო გერმანიის საზოგადოება და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი წარმოგიდგენთ ფოტო-გამოფენას სახელწოდებით „საქართველო მითი და რეალობა".
შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგნილია ორი ფოტო ხელოვანის ვოლფგანგკორალისა (გერმანია) და გურამ წიბახაშვილიდს(საქართველო) ნამუშევრები. მათი შემოქმედებისგამაერთიანებელი თემაა საქართველო.
ვოლფგან კორალი მუშაობს თემაზე მითი და სულიერება საქართველოში, გურამ წიბახაშვილი კი ირჩევს ყოველდღიურ რეალობას. გამოფენის სათაურიც სწორედ აქედან გამომდინარეობს.
გამოფენაზე წარმოდგენილი ვოლფგანგ კორალის ფოტოები შექმნილია 2008-09 წლებში,რომელიც ერთგვარი გაგრძელებას წარმოადგენს მისი ადრინდელი (1984-1988)ნამუშევრებისა „სვანეთი". ახალი სერია საქართველოზე გაჩნდა 2008 წელს პროექტში„შეხვედრა ფიროსმანთან II" მონაწილეობისას, რომლის დროსაც დაიგეგმა ორი ფოტო მოგზაურობა საქართველოში (თუშეთი, ხევსურეთი, ხევი, კახეთი, რაჭა, ლეჩხუმი,იმერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, თრიალეთი, ქართლი, თბილისი). ფოტოები, „სვანეთი"-სერიისაგან შესრულებულია ციფრული კამერით და დაბეფოტო-გამოფენა „საქართველომითი და რეალობა".
გურამ წიბახასვილის ფოტოები გადაღებულია ბოლო 5 წლის განმავლობაში. და წარმოადგენს ერთგვარ დღიურს. ეს არის დოკუმენტური ფოტოები თემის გარეშე, რომელიც საქართველოს ყოფას ასახავს ფრაგმენტულად. ეს არ არის თხრობა. ეს არის სუბიექტური შთაბეჭდილებები შემთხვევით მოვლენებზე. ფოტოები ასევე შესრულებულია ციფრული კამერით და დაბეჭდილია აქვარელის ქაღალდზე ინკჯეტპტინტით.