ალექსანდრე როინაშვილი

20 ივნისი 2007 – 30 ივნისი 2007

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2007 წლის 20 ივნისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ XIX საუკუნის პირველი ქართველი ფოტოგრაფის, ალექსანდრე როინაშვილის გამოფენასა და მეორე წიგნის პრეზენტაციას.

წიგნში თავმოყრილია პორტრეტები თემატური სახელწოდებებით ,,არისტოკრატია'' და ,,სხვადასხვა'' აგრეთვე, XIX საუკუნის პრესა ალექსანდრე როინაშვილის შესახებ და ფოტოგრაფის პირადი არქივი.

წიგნში წარმოდგენილი მასალის უმთავრესი ნაწილი იბეჭდება პირველად.

წარმოდგენილი იქნება დაგეროტიპი, რომელიც 2004 წელს, ძველი ტექნოლოგიის გამოყენებით დაამზადა ნიდერლანდების ფოტო რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიამ, დირექტორის ჰანს დე რედერის ძალისხმევით.

 წიგნის პრეზენტაციის და გამოფენის მიზანია თვალსაჩინოს გახადოს ალექსანდრე როინაშვილის, ფოტოგრაფის, მემატიანის, მეცენატის, სამუზეუმო საქმის ინიციატორისა და საზოგადო მოღვაწის ღვაწლი ქვეყნისა და მისი კულტურული მემკვიდრეობის განვითარების პროცესში.

მისამართი: სიონის ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა).