ელენე ახვლედიანისა და ვასილ შუხაევის ნამუშევრების გამოფენა

18 მაისი 2007 – 08 ივნისი 2007

ე. ახვლედიანის სახლ-მუზეუმი

1977 წლიდან მუზეუმების საერთაშორიშო საბჭოს (ICOM) გადაწყვეტილებით 18 მაისს მთელ მსოფლიოში აღინიშნება მუზეუმების საერთაშორისო დღე.

ამ დღესთან დაკავშირებით 2007 წლის 18 მაისს 17.00 საათზე საქართველოს ეროვული მუზეუმი გიწვევთ ელენე ახვლედიანისა და ვასილ შუხაევის გამოფენის გახსნაზე.

გამოფენა ეძღვნება ვ.შუახაევის 120 წლისთავს.

გამოფენა ეძღვნება ორივე მხატვრისა და მათი საერთო მეგობრების ხსოვნას.  ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ვ. შუხაევის ნამუშევრები შეირჩა შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საცავებიდან, ასევე კერძო კოლექციებიდან და თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ფონდებიდან. ელენე ახვლედიანის გამოფენილი ყველა ნამუშევარი კი წარმოდგენილი იქნება მისი სახლ-მუზეუმიდან.

ეს გამოფენა აგრძელებს ჯერ კიდევ ელენე ახვლედიანის სიცოცხლეში დამკვიდრებულ ტრადიციას: იგი საგამოფენოდ ხშირად უთმობდა თავის სახელოსნოს  მხატვრებს, სწორედ მის სახელოსნოში მოეწყო 1964 და 1969 წლებში ვასილი შუხაევის ნამუშევართა გამოფენები. ელენე ახვლედიანი შუხაევის შესახებ წერდა..."ვასილი ივანეს ძე დაუღალავია. იგი მხოლოდ მხატვრობით სუნთქავს. მისი შრომისუნარიანობა, შემოქმედებითი წვა, სამაგალითოა და მისაბაძი...".G

გამოფება გაგრძელდება 8 ივნისამდე.

მისამართი: . ახვლედიანის სახლ-მუზეუმი. . ქიაჩელის .#12.