KOLGA TBILISI PHOTO 2015 - საქართველოს მუზეუმი

03 მაისი 2015 – 14 მაისი 2015

საქართველოს მუზეუმი

2015 წლის 3 მაისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი გიწვევთ KOLGA TBILISI PHOTO 2015-ის ფარგლებში გამოფენების გახსნაზე:

NATIONAL GEOGRAPHIC საქართველო - “2014 წლის საუკეთესო კადრები”

აშშ-ის გეოგრაფიული საზოგადოება (National Geopgraphic Society) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომლის მხარდაჭერით არაერთ სამეცნიერო-კვლევითი პროექტი თუ ექსპედიცია განხორციელდა. საზოგადოება National Geographic-ი წლების განმავლობაში შთაგვაგონებს, ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე. პალეონტოლოგია და არქეოლოგია, გეოგრაფია გეოპოლიტიკა, ველური ბუნება, ხალხები და კულტურები, მაღალი ტექნოლოგიები - იმ სფეროების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც National Geographic-ი სწავლობს და შემდეგ მსოფლიოს ორმოცი ქვეყნის მკითხველამდე არაჩვეულებრივი სტატიებისა და შთამბეჭდავი ფოტოების სახით მიაქვს.

ამ მხრივ გამონაკლისი არც განვლილი წელი იყო, რომლის განმავლობაშიც National Geographic-მა თავისი ჟურნალის მეშვეობით ბევრი საინტერესო მასალა წარუდგინა მის ერთგულ მკითხველს.

წლევანდელ „ქოლგა თბილისი ფოტოზე" ჟურნალი National Geographic საქართველო წარმოგიდგენთ 2014 წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ საუკეთესო ნამუშევრებს.

 გურამ თიკანაძე „უცნობი კადრები"

მთასვლელისა და ფოტოგრაფის გურამ თიკანაძის შემოქმედება საბჭოთა დროის ე.წ. „დათბობის" პერიოდს დაემთხვა, როდესაც ახალგაზრდა ფოტოგრაფები შეგნებულად უარს ამბობდნენ ინსცენირებული ფოტოგრაფიის კანონებზე და თამამად ამკვიდრებდნენ რეპორტაჟულ ფოტოს.  გურამ თიკანაძემ დიდი გავლენა მოახდინა ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაზეც. მან შექმნა ერთგვარი კულტურულ-გენეტიკური ტრადიცია ქართულ ფოტოგრაფიაში.

გამოფენაზე წარმოდგენილია გურამ თიკანაძის 90-მდე ფოტო გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ფოტოარქივიდან.

გამოფენის კურატორები არიან ქეთევან კორძახია და გია ფაილოძე.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი 3.