ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები: შალომ კობოშვილი

19 ივლისი 2006 – 19 აგვისტო 2006

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2006 წლის 19 ივლისს 16.00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის  ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ ებრაელი მხატვრის შალომ (სოლომონ) კობოშვილის (1876-1941) პირველ პერსონალურ გამოფენას სერიიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები.

გამოფენა ეძღვნება შალომ კობოშვილის დაბადებიდან 130 წლისთავს.

თვითნასწავლი მხატვრის შალომ კობოშვილის თითოეული ნამუშევარი  თვითმყოფადი და განუმეორებელოა. მან ხატვა საკმაოდ გვიან 61 წლის ასაკში დაიწყო. მისი შემოქმედება სიცოცხლის ბოლო სამ წელს მოიცავს.

მის ნამუშევრებში ჭარბობს XIX საუკუნის ბოლოდროინდელი ახალციხის ცხოვრება, ებრაელთა ყოფა, ადათ-წესები, რიტუალური სცენები, სინაგოგის თემა, ცეკვის, ხელოსნობის, ვაჭრობისა თუ ჟანრული სიუჟეტები.

შალომ კობოშვილის ცნობილი ორმოცდათხუთმეტივე ნამუშევარი დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

მისი ცალკეული ნამუევრები გამოფენილი იყო 1991-1992 ქ. თელ-ავივში და 1998 წელს თბილისში ეროვნულ გალერეაში.

გამოფენას ახლავს შალომ კობოშვილის ნამუშევართა პირველი სრული ოთხენოვანი კატალოგი, ქართულ-ივრით-ინგლისურ-რუსულ ენებზე.

მისამართი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი სიონის . #8.