აფხაზური დღე

12 ნოემბერი 2006 – 19 ნოემბერი 2006

ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ

2006 წლის 12 ნოემბერს 15.00 საათზე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი  ღია ცის ქვეშ წარმოგიდგენთ ~აფხაზურ დღეს~, სადაც გაიხსნება ფოტოგამოფენა `აფხაზეთი - XIX საუკუნე~.

ასევე წარმოდგენილი იქნება აფხაზურენოვანი წიგნების გამოფენა, აფხაზური ფოლკლორი, პოეზია და საქართველოს მუზეუმებში დაცული ეთნოგრაფიული მასალა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, ანჩისხატის გუნდი, ქართველი და აფხაზი პოეტები და სტუმრები აფხაზეთიდან. სტუმრებს საშუალება მიეცემათ დააგემოვნონ აფხაზური სამზარეულო.

მისამართი: . ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ. კუს ტბის გზატკეცილი #1.