საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება მხატვრობაში

08 აპრილი 2015 – 28 აპრილი 2015

ხელოვნების მუზეუმი

2015 წლის 8 აპრილს 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას სახელწოდებით „საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება მხატვრობაში".

გამოფენა ეძღვნება საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრის 10 წლის იუბილეს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში დაცული  115 ნამუშევარი, რომლებიც XIX-ХХI საუკუნეებში საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელ მხატვართა მიერ არის შესრულებული. ეს მხატვრები არიან: მ. ტილკე, კ. ზდანევიჩი, ს. ფარაჯანოვი, რ. ზომერი, ი. ზანოვსკი, ა. მელიქოვი, ლ. ბაიახჩევი, შ. კობოშვილი, დ. გველესიანი, ო. შმერლინგი, გ. ხაჩატურიანი, ბ. რომანოვსკი, ც. შუხაევი, ვ. ბებუთოვა-გაბუნია. 

გამოფენაზე წარმოდგენილი თითოეული ნამუშევარი საქართველოს მრავალეროვნული და მრავალკონფესიური კულტურული ტრადიციების ამსახველია.

გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი  და  სახალხო  დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი.  ღონისძიების მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო სააგენტოს მიერ დაფინანსებული (USAID) საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტი „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება" (ANI).

გამოფენა 2015 წლის 28 აპრილამდე გაგრძელდება.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა 1.