ბავშვებისათვის

17 მარტი 2015 – 24 მარტი 2015

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2015 წლის 17 მარტს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ ნანა თათიკაშვილის ნამუშევრების გამოფენას სახელწოდებით ,,ბავშვებისათვის''.

გამოფენა ძალადობის საწინააღმდეგო თემატიკას ეძღვნება.

დღეს ორმაგად მნიშვნელოვანია ბრძოლა იმ რეალობის წინააღმდეგ, რომელიც თრგუნავს თავისუფლების განცდას და ეს ზოგადსაკაცობრიო პრობლემად რჩება. ექსპოზიციაზე დამთვარიელებელს საშუალება ექნება იხილოს კოლაჟის ტექნიკით შესრულებული დიდი ზომის 8 ნამუშევარი.

1988 წლიდან დღემდე ავტორმა გარდა თბილისისა, გამოფენები გამართა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში: კიევი, ვენა, პარიზი, ტოკიო. ნანა თათიკაშვილი 2000 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამოფენა ,,ბავშვებისათვის'' მხატვრის დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი სათქმელის გამოხატვის პირველი  მცდელობაა.

გამოფენა გაგრძელდება 2015 წლის 24 მარტამდე.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8.