,,დროის ექსტაზები”

18 თებერვ. 2015 – 28 თებერვ. 2015

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2015 წლის 18 თებერვალს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ გიორგი დანიბეგაშვილის გამოფენას სახელწოდებით ,,დროის ექსტაზები".

მხატვარი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. ის აქტიურად მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში, ასევე ჰქონდა რამდენიმე პერსონალური გამოფენა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება კედლის სკულპტურების კონცეპტუალური ციკლი, რომელიც 15 ნამუშევარს აერთიანებს.

პროექტი დამთვალიერებელს გიორგი დანიბეგაშვილის არაორდინალურ ფორმისეულ ინტერპრეტაციას წარუდგენს, გააცნობს მას მხატვრის ფილოსოფიურ ნააზრევს. ავტორის მკვეთრად გამოხატული, ინდივიდუალიზმით გამორჩეული შემოქმედება, რომელიც უჩვეულო ფორმაში - კედლის სკულპტურაშია გამოხატული, განსხვავებულ და საკმაოდ თვითმყოფად განწყობას ქმნის.

გამოფენა 2015 წლის 28 თებერვლამდე გაგრძელდება.

მისამართი: .გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის . #8.