გამოფენა ,,მეორე სივრცე"

06 თებერვ. 2015 – 16 თებერვ. 2015

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2015 წლის 6 თებერვალს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ი.გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ უტა კახნიაშვილის გამოფენას სახელწოდებით ,,მეორე სივრცე". 

უტა კახნიაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია, სადაც მისივე ინიციატივით შეიქმნა ,,თავისუფალი სახელოსნო". დღეს, ავტორი მუშაობს ფერწერაში, ქანდაკებაში, ვიდეოარტში, აწყობს პერფორმანსებს. მხატვარს საქართველოში სამი პერსონალური გამოფენა ჰქონდა, ასევე მონაწილეობდა ერთ ჯგუფურ გამოფენაში.

ავტორს აინტერესებს სივრცე, რომელიც მისთვის შემოსაზღვრული რეალობის მიღმა არსებობს. განწყობა, რომელიც მხატვრის შინაგან რიტმს მოსდევს ნამუშევრებში ნათლად აისახება და სრულიად განსხვავებულ, დღევანდელობისთვის უცხო ნიშნებს იძენს. 

გამოფენა გაგრძელდება 2015 წლის 16 თებერვლამდე.

მისამართი: ი.გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. #8.