დრო მიქრის /Tempus Fugit

16 იანვარი 2015 – 25 იანვარი 2015

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2015 წლის 16 იანვარს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიწვევთ ჯგუფურ გამოფენაზე სახელწოდებით „დრო მიქრის /Tempus Fugit".

შემოქმედებით ჯგუფში გაერთიანებულნი არიან მხატვრები: გეგა ქუთათელაძე, თემო კვირკველია, ლევან ამაშუკელი, სანდრო ქათამაშვილი, გიორგი ჯამბურია და ლუკა აკიმიძე. ხელოვანები განსხვავებული იდეებითა და გამომსახველობითი ხერხებით დროის სწრაფმავალ დინებას მეტ დრამატიზმს ანიჭებენ. ისინი იყენებენ ისეთ მხატვრულ ხერხებს როგორიცაა: ციფრული მედია, ვიდეოინსტალაცია, ანიმაცია, ფოტოგრაფია, ფერწერა, ,,ვიჯეინგი'' (ახლად განვითარებული ტენდენცია, რომელიც ლაივ-ვიზუალის ახალი კულტურაა მსოფლიოში და გულისხმობს ლაივ-ვიზუალის გაფორმებას).

ჯგუფის წევრები ასახავენ შეუქცევადი დროის კვალს, რომელიც ცვლის ყველაფერს: ინტერესებს, ინფორმაციის გაცვლის ხერხებსა და დაკვირვების ობიექტებს. თემის ინტერპრეტაციის ახლებური ხედვა აერთიანებს როგორც იდეებს, ასევე გამომსახველობით საშუალებებს და მაქსიმალურად წარმოაჩენს შემოქმედებითი ჯგუფის წევრების ინდივიდუალიზმს.

გამოფენა გაგრძელდება 2015 წლის 25 იანვრამდე.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8.