ფიროსმანის გამოფენა

20 მაისი 2009 – 20 მაისი 2009

ხელოვნების მუზეუმი

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ნიკო ფიროსმანის გამოფენა გაიხსნა.ექსპოზიციაზე მხატვრის 34 ნამუშევარი არის გამოფენილი. ხელოვნების მუზეუმის განახლებულ დარბაზში განათებისა და კლიმატკონტროლის თანამედროვე სისტემები არის დამონტაჟებული.