ბეჟან შველიძის პერსონალური გამოფენა

20 ნოემბერი 2014 – 01 დეკემბერი 2014

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2014 წლის 20 ნოემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიწვევთ ბეჟან შველიძის პერსონალური გამოფენის გახსნაზე. ექსპოზიცია მხატვრის 85 წლის იუბილეს ეძღვნება.

ბეჟან შველიძე ქართული ფერწერული სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. იგი აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული გახლავთ. ავტორი დღემდე საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია, ასევე საქართველოს დამსახურებული მხატვარი და მხატვართა კავშირის პრემიის ლაურეატი. მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ფონდში, ქუთაისის სამხატვრო გალერეასა და ბერლინის ჰილგემანის კერძო კოლექციაში.

ბეჟან შველიძის შემოქმედება თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები დამთვალიერებელს მხატვრის თვალით აღქმულ სამყაროს გააცნობს.

გამოფენა გაგრძელდება 2014 წლის 1 დეკემბრამდე.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8.