ინტეგრაციისკენ მიმავალი მრავალი გზა

10 თებერვ. 2012 – 17 თებერვ. 2012

საქართველოს მუზეუმი

2012 წლის 10-17 თებერვალში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის დროებით საგამოფენო დარბაზში გაიმართა საქართველოში ევროკავშირის მისიის მიერ ორგანიზებული ფოტო-გამოფენა: "ინტეგრაციისკენ მიმავალი მრავალი გზა".

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა ევროპელი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული 50 ფოტო ნამუშევარი. გამოფენა ეძღვნება კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ხალხის სოციალ-ეკონომიკურ რეინტეგრაციას და ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტების მიერ წარმოქმნილ ახალ შესაძლებლობებს. 

გამოფენის კოორდინატორი: ჯუზეპე ვასკესი, კომუნიკაციის უფროსი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

მისასმართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, რუსთაველის გამზ. #3