გიორგი როინიშვილის ნამუშევრების გამოფენა

18 სექტემბ. 2014 – 28 სექტემბ. 2014

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2014 წლის 18 სექტემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ გიორგი (გოგი) როინიშვილის ნამუშევრების გამოფენას.

გოგი როინაშვილმა 1946 დაამთავრა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემია. მისი პედაგოგები იყვენე უჩა ჯაფარიძე, იოსებ შარლემანი, დავით კაკაბაძე, სერგო ქობულაძე. იგი ჟურნალ ,,დილას" სამხატვრო რედაქტორი და საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის დამსახურებული მხატვარი იყო. მას მონაწილეობა მიუღია არაერთ გამოფენაში. გოგი როინიშვილი გახლდათ ცნობილი მხატვრის, ფერმწერის და გრაფიკოსის, პირველი ქართველი ფოტოგრაფის, ალექსანდრე როინიშვილის შვილიშვილი.

გოგი როინიშვილის მრავალმხრივი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ფერწერული და გრაფიკული დაზგური ნამუშევრების გარდა, მოიცავს მის მიერ დასურათებულ წიგნებს: ,,სამანიშვილის დედინაცვალი", ,,დარისპანის გასაჭირი", ,,ეგნატე ნინოშვილი", ,,ჯანყი გურიაში", ,,ქაოსი" და სხვა. მუშაობდა პეიზაჟის, პორტრეტის ჟანრში, ქმნიდა თემატურ და აბსტრაქტულ ტილოებს, სატირულ ნახატებს, აფორმებდა ასევე სპექტაკლებსა და ფილმებს. მიუხედავად იმისა, რომ რეალიზმისადმი ერთგული რჩებოდა, მაინც აისახებოდა მის ნამუშევრებში მეტაფორები, მხატვრული განზოგადება, სტილიზაცია. ნებისმიერი მისი პერსონაჟი გამოირჩეოდა სახასიათო ნიშნებით.

გიორგი როინიშვილის მრავალფეროვანი მხატვრული სტილი  და თემატიკა ძალზე საინტერესო შემოქმედებით მიგნებას გააცნობს ფართო საზოგადოებას და წარადგენს მის წინაშე გიორგი როინაშვილს - მხატვარს, ილუსტრატორს. ფერმწერს, გრაფიკოსს და გროტესკული ნამუშევრების ავტორს.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8.