სამი მეგობარი

22 ნოემბერი 2011 – 11 დეკემბერი 2011

საქართველოს მუზეუმი

2011 წლის 22 ნოემბერს 18.00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას სახელწოდებით „სამი მეგობარი“.

გამოფენა „სამი მეგობარი“ წარმოადგენს სამი ხელოვანის - ოთარ ვეფხვაძის (კერამიკა), ივარს ბუმბიერეს (მხატვრობა) და პეტერის მარტინსონის (კერამიკა) ხელოვნების ნიმუშების  შემოქმედებით შეხვედრას. აღნიშნული გამოფენა გამოხატავს მათი ნამუშევრების მიმართ ჟესტს  და სიყვარულს ორი შესანიშნავი ქვეყნის - ლატვიისა და საქართველოსი, რომელიც მათი მეგობრობისა და პატივსაცემის ნიშნად იმართება.

გამოფენაზე წარმოდგენილია 90-მდე კერამიკული და ფერწერული ნამუშევარი.

ექსპოზიცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 2011 წლის 11 დეკემბრამდე გაგრძელდება.

გამოფენის ორგანიზატორები არიან: ლატვიის საელჩო საქართველოში, ETA Consultants, საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

მისამართი: რუსთაველის გამზ. #3.