საქართველოს სომეხი მხატვრები

21 სექტემბ. 2011 – 04 ოქტომბ. 2011

ხელოვნების მუზეუმი

2011 წლის 21 სექტემბერს 14.00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელოვნების ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას სახელწოდებით “საქართველოს სომეხი მხატვრები - ა.ოვნათანიანიდან გ.ხაჩატურიანამდე დიდი ისტორიის ფრაგმენტები.“  

ექსპოზიციაზე დამთვალიერებელს პირველად ეძლევა საშუალება იხილოს 130-მდე თეატრალური ესკიზები, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. ექსპონატები წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი, ლიტერატურის მუზეუმი და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის ფონდებიდან.

XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან საქართველოში მცხოვრები სომეხი მხატვრები აქტიურად იწყებენ თბილისის კოლორიტისა და მრავალფეროვანი ლანდშაფტების ასახვას. ადგილობრივ გარემოში ინტეგრირებული სომეხი მხატვრები აქტიურად იყვნენ და არიან ჩართული სამხატვრო პროცესებში. ორი ნაკადის თანაარსებობამ შექმნა განუმეორებელი თბილისური ფენომენი _ საქართველოს სომეხი მხატვრების შემოქმედება. 

გამოფენის ორგანიზატორები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში. 

ექსპოზიცია ხელოვნების მუზეუმში 2011 წლის 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელოვნების ხელოვნების მუზეუმი. გუდიაშვილის ქ.1