XIX საუკუნის თბილისში გავრცელებული ტანსაცმელი

20 მაისი 2011 – 20 ივნისი 2011

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი,   2011 წლის 20 მაისს, 16.00 საათზე წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროექტს, სახელწოდებით "XIX საუკუნის თბილისში გავრცელებული ტანსაცმელი“.

პროექტი მოიცავს თემატურ გაკვეთილებს, რომელიც ტარდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, თბილისის ისტორიის მუზეუმის სტაციონარული გამოფენის დარბაზში. წარმოდგენილი იქნება მუზეუმის ფონდებში დაცული უნიკალური მასალა, ჩაცმულობა, რომელსაც თბილისის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი იყენებდა, ეპოქისა და სოციალური ნიშნის ცვლილებების მიხედვით. 

პროგრამა ჩატარდება ინტერაქტიული წესის გამოყენებით და მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობით. პროგრამის მეორე ნაწილში, მონაწილეები სურვილისამებრ შეასრულებენ ჩანახატებს და ჩანაწერებს.  წარმოდგენილი იქნება ხატოვანი ფოტომასალა, სადაც აღბეჭდილია ის, თუ როგორ იცვამდა თბილისელი ევროპული ტანსაცმელს, როგორ ასახავდა ის ევროპისა და აზიის გასაყარზე მყოფი აქტიური თბილისის ხასიათს, ისტორიასთან დაახლოება ყოფითი სამოსის წარდგენის საშუალებით, ხელშესახებს და ახლობელს ხდის ქალაქის ისტორიას, მისი მაცხოვრებლების ზნე-ჩვეულებებს, ქცევისა და მორალის, ეთიკის ძირითად ნორმებს. 

გამოფენის გახსნა:  პროექტი გაგრძელდება 20 ივნისამდე.

მისამართი: სიონის ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი