ირა რაზმაძის ფერწერა

15 ივლისი 2011 – 23 ივლისი 2011

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი, ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით,  2011 წლის 15 ივლისს, წარმოგიდგენთ მხატვარ ირა რაზმაძის გამოფენას.

გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვარ ირა რაზმაძის ფერწერა. ის შემოქმედთა იმ თაობას მიეკუთვნება, ვინც XX საუკუნის 80-ან წლებში გამოვიდა სახელოვნებო ასპარეზზე. როგორც ხელოვნებათმცოდნეები, ასევე ცნობილი მხატვრები, მის შემოქმედებაში ხშირად აღნიშნავენ გაწაფულ ხელს და სივრცის განსაკუთრებულ აღქმას, იმას, რომ ნებისმიერი ნამუშევარი კომპოზიციურად შეკრული და გამართულია. 

როგორც მისი თაობის მხატვართა: ირაკლი ფარჯიანის, ზაირა ბეჭვაიას, ლადო ტატიშვილს, გურამ ნემსაძეს და სხვათა დიდ ნაწილს ახასიათებდა, ირა რაზმაძესაც გამოარჩევდა ინტერესი იმპრესიონიზმის მიმართ.

მხატვარი თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებში, ჰქონდა პერსონალური გამოფენები.

ირა რაზმაძის მიერ ელენე რერიხის, დანტე ალეგიერის, ანა კალანდაძის, ტიციან ტაბიძის, ივანე ჯავახიშვილის, ნინო ანანიაშვილის, ირაკლი ფარჯიანის და სხვა ცნობილ პიროვნებათა პორტრეტები, მეტყველებს ავტორის დამოკიდებულებაზე საერთოდ პორტრეტის ჟანრის მიმართ. 

ირა რაზმაძეს განსაკუთრებით უყვარს თეატრი მუშაობდა მხატვრად მოზარდ მაყურებელთა, ახმეტელის, თეატრებში თეატრალურ ინსტიტუტში, რამდენჯერმე მოაწყო მოსწავლეთა ნახატების გამოფენაც, არის სოციალური თერაპიის სახლის ერთ-ერთი დამაარსებელი. მისი ნახატები ინახება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და მხატვართა კავშირის ფონდებში.

გამოფენის გახსნა:  15 ივლისი 2011 წ. 17:00 სთ., 23 ივლისი

მისამართი: სიონის ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა).