პიკასო საქართველოში

31 მაისი 2009 – 31 მაისი 2009

სიღნაღის მუზეუმი

2009 წლის 31 მაისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საფრანგეთის იონის დეპარტამენტის გენერალური საბჭო სიღნაღის მუზეუმში გიწვევთ გამოფენაზე "პიკასო საქართველოში".
გამოფენაზე ექსპონირებული იქნება საფრანგეთის იონის დეპარტამენტის ქ. ვეზელესზერვოსის მუზეუმის კოლექციებში დაცული პიკასოს 40 ნამუშევარი. პიკასოს გამოფენა 3თვის მანძილზე საქართველოს სამ ქალაქში: სიღნაღში, თბილისსა და ბათუმში იქნება წარმოდგენილი.
სიღნაღი
31 მაისი - 23 ივნისი
სიღნაღის მუზეუმი
/საქართველოს ეროვნული მუზეუმი/
თბილისი
28 ივნისი -2 აგვისტო
შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
/საქართველოს ეროვნული მუზეუმი/
ბათუმი
8 აგვისტო - 6 სექტემბერი
აჭარის ხელოვნების მუზეუმი
გამოფენა ღიაა ყოველდღე 11 საათიდან 7 საათამდე
ბილეთის ღირებულება - 3 ლარი
სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები - 1 ლარი
დაგეგმილი ჟგუფური ტურები - 50 თეთრი.
ჟგუფის მოთხოვნით ექსკურსიის ჩატარება შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს,ჩაწერა წინასწარ.
ელ-ფოსტა: program@museum.ge
ტელეფონი: 998 022 მობ: 877 245 576
საკონტაქტო პირი: ნუკა ჩხარტიშვილი