კლაუსტროფობია

06 ივლისი 2011 – 30 ივლისი 2011

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი,   2011 წლის 6 ივლისს  18.00 საათზე წარმოგიდგენთ მხატვარ როკო ირემაშვილის პერსონალურ გამოფენას, ,,კლაუსტროფობია”. გამოფენა მხატვრის საქართველოში დაბრუნების შედეგად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეიქმნა, როდესაც ნაცნობი სივრცე მას ზედმეტად შებოჭილი ეჩვენ, მაგრამ პროექტი არ არის მხოლოდ პროტესტი ჩაკეტილი სივრცის მიმართ, ის ამ სივრციდან თავის დაღწევის თემასაც განავითარებს.

მხატვრის ნამუშევრებში აისახა გაუგებარ ესთეტიკაზე აწყობილი გარემო, პიროვნული თუ ჩვეული ჩაკეტილობის სირთულეები, შინაგანი თავისუფლების არქონა.

წარმოდგენილია დიდი ზომის ფერწერული ნამუშევრები და ოთხი პოლიესტირის სკულპტურა (თავი), რომელთაც ტვინის ნაცვლად კარაქის ბაგეტი, ან გველი უდევთ. ნამუშევრების სახელწოდებებიც: ,,ტელესერიალი”, ,,დიპლომატია” და ასე შემდეგ, განავითარებენ მხატვრის ჩანაფიქრს. თეთრ ფორმატზე შესრულებული ნატურალური ზომის ჩამომხრჩვალი ადამიანები, სახელწოდებით ,,29,95 ვერცხლი”, სინთეზშია პერფომანსთან, სადაც მთელი გახსნის მანძილზე, სკამზე მიბმული და ჭერზე ჩამოკიდებული ავტორი წარუდგება დამთვალიერებელს. 

როკო ირემაშვილის გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე ნათელი გამოხატულებაა ახალი პირობითი აზროვნებისა ხელოვნებაში და მისი მიზანია, სივრცესთან და თავისუფლების იდეასთან დამოკიდებულების ამგვარი ფორმა გააცნოს ფართო საზოგადოებას. შედეგად გრძელდება მხატვრული აზროვნების სიახლეთა გაცნობა და ათვისება. 

გამოფენის გახსნა:  6 ივლისი 2011 წ. 18:00 სთ., 15 ივლისი

მისამართი: სიონის ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა).