პორტრეტი

03 თებერვ. 2011 – 16 თებერვ. 2011

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2011 წლის 3 თებერვალს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ ფოტორეპორტიორის ზეინაბ ბარნოვის კონცეპტუალურ გამოფენას, სახელწოდებით , "პორტრეტი" (პორტრეტი რეპორტაჟიდან).

გამოფენაზე წარმოდგენილია რეპორტაჟების დროს გადაღებული ოცამდე ფოტო. პორტრეტების უმრავლესობა წარმოაჩენს კონკრეტულ დროსა და სივრცეში განვითარებულ პიროვნებასთან დაკავშირებულ მოვლენას.

დამთვალიერებელი იხილავს სხვადასხვა დროის ცნობად სახეებს: ილია II, ალექსეი II, ჭაბუა ამირეჯიბს, კოკა იგნატოვს, ოთარ იოსელიანს, მაია პლისეცკაის, ელისო ვირსალაძეს, ედუარდ შევარდნაძეს, რეი ჩარლზს, ტანია მარიას და სხვ.

ზეინაბ ბარნოვი სხვადასხვა დროს წამყვან საინფორმაციო სააგენტოებში ფოტოკორესპონდენტად მუშაობდა. იგი წლების განმავლობაში ჟურნალ ,,ანაბეჭდის” ფოტოკორესპონდენტი იყო. ასევე, მოღვაწეობდა მოსკოვში ჟურნალ "VOGUE" – თან, ავტორია მრავალი პერსონალური გამოფენის და პროექტის. მისი ფოტოები ინახება პირად კოლექციებში საქართველოში, მოსკოვში, პარიზში და ა.შ.

კონცეპტუალური ფოტოგამოფენები ერთი თემის ფორმატში მოიაზრება. ზეინაბ ბარნოვის კონცეფციაც ძირითადად ადამიანის, ეპოქის, საზოგადოების ურთიერთმიმართებას ეძღვნება.

გამოფენა 16 თებერვლამდე გაგრძელდება.

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი – ქარვასლა. სიონის ქ.#8.