ეგზისტენციალური ხილვები - სულის სიშიშვლე

14 იანვარი 2014 – 24 იანვარი 2014

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2014 წლის 14 იანვარს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმის წარმოგიდგენთ  გურანდა ქლიბაძის გამოფენას სახელწოდებით ,,ეგზისტენციალური ხილვები - სულის სიშიშვლე".                                      

გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვარ გურანდა ქლიბაძის მიერ  შექმნილი ნამუშევრები, დიდი ფორმატის  მონოტიპიები, რომლებიც შემოქმედებაში მხატვრობისა და ლიტერატურის სინთეზს ახდენს. ამ პროექტის განხორციელებისას მხატვარმა ვიდეოდღიური გადაიღო, რომელიც გურანდა ქლიბაძის მუშაობის პროცესს აღწერს.

გურანდა ქლიბაძის ნამუშევრების გამოფენა მიიზიდავს ხელოვნებაში მომუშავე სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს. გამოფენის გახსნის შემდეგ გაიმართება დისკუსია-დიალოგი მხატვარსა და კრიტიკოსებს შორის.

გამოფენას საქართველოს სამი ქალაქი თბილისი, ქუთაისი და ბოლოს ბათუმი უმასპინძლებს.

გამოფენას თბილისის ისტორიის მუზეუმი 24 იანვრამდე უმასპინძლებს.                   

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8.