თანამედროვე იაპონური გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა

29 მაისი 2013 – 28 ივნისი 2013

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2013 წლის 29 მაისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი და იაპონიის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ თანამედროვე იაპონური გამოყენებითი ხელოვნების გამოფენას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე იაპონური ხელოვნების ნიმუშები: ფაიფურის, კერამიკისა და მინის ნაკეთობები, ტრადიციული და თანამედროვე ეკორატიული ლარნაკები, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები - ფინჯნები, ქოთნები, თეფშები და სხვა.

წარმოდგენილი თემატური და მრავალფეროვანი ექსპოზიცია, იაპონური ხელოვნების ინდივიდუალიზმს წარმოაჩენს, რომელიც სხვადასხვა საშემსრულებლო ტექნიკით არის შექმნილი. დამთვალიერებელი იხილავს სახვითი, გამოყენებით-დეკორატიული ოსტატობით 90-იან წლებში შექმნილ ნამუშევრებს,  ხის ნაკეთობაში გამოძერწილ თიხის კომპოზიციებს, სწორი ხაზებისა და წრეების მხატვრულ კომბინაციებს, რომლებიც იაპონური ხელოვნებისათვის დამახასიათებელი სისადავითა და ფერთა მრავალფეროვანი გამით გამოირჩევა.  

გამოფენა გაგრძელდება 2013 წლის 23 ივნისამდე.

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზემი, სიონის ქუჩა 8.