მუზემის კვირეული - პორტრეტის ხელოვნება

16 მაისი 2013 – 31 აგვისტო 2013

ხელოვნების მუზეუმი

2013 წლის 16 მაისს 17:00 საათზე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულ XVII-XX საუკუნეების პორტრეტების გამოფენას.

პორტრეტის ჟანრის წარმოშობა მხატვრულ კულტურაში რენესანსის ეპოქას უკავშირდება. სხვადასხვა ეტაპზე შექმნილი პორტრეტები ეპოქის მსოფლმხედველობასა და მხატვრული სტილის თავისებურებებს ასახავს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართელოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დაცული  XVII-XX სს. პორტრეტის  ჟანრის ქართველი და ევროპელი  ოსტატების მიერ შექმნილი ნიმუშები. შერჩეული ნამუშევრები კარგად ასახავს პორტრეტული ჟანრის განვითარებასა და მის თავისებურებებს.

დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა იხილოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული 75 ქართველი და ევროპელი მხატვრის 100-მდე ფერწერული და გრაფიკული ტილო. მათგან აღსანიშნავია: ნ.ფიროსმანაშვილი, გ.გაბაშვილი, ლ.გუდიაშვილი, შ.ქიქოძე, ქ.მაღალაშვილი, ვ.სიდამონ-ერისთავი, ს.ქობულაძე, ვ.შუხაევი, თ.ს.როკოტოვი, დ.გ.ლევიცკი, ი.ე.რეპინი, ვ.ა.სეროვი, კ.ე.მაკოვსკი, ს.ა.სორინი, ი.გრაბარი, პ.მინიარი, ჟ.დოუ, ე.ბლაასი, ლ.ჯორდანო, ჯ.გრიოზი, ქ. ვ.ერნსტი და სხვა.

გამოფენას თან ახლავს საგანმანათლებლო პროგრამა.

ღონისძიება ტარდება მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში. 

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქ.1.