მუზეუმის კვირეული - დავით კაკაბაძე (1889-1952)

18 მაისი 2013 – 10 ივლისი 2013

ეროვნული გალერეა

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ დავით კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენაზე.

ექსპონირებული ნამუშევრები დავით კაკაბაძეს წარმოგვიდგენს, არა მხოლოდ  როგორც მხატვარს, არამედ როგორც თანამედროვე მოაზროვნეს, ფოტოგრაფს, ხელოვნებათმცოდნეს, მეცნიერსა და სტერეოკინოს ერთ-ერთ პირველი გამომგონებელს.

აღსანიშნავია რომ აქამდე დავით კაკაბაძის ნამუშევრების ასეთი ფართო გამოფენა არ გამართულა. დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა იხილოს ეროვნული მუზეუმის ფონდებში, კერძო კოლექციებსა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მუზეუმში დაცული 100-ზე მეტი ფერწერული ნამუშევარი, აბსტრაქცია და ფოტო.

გამოფენას თან ახლავს ქართველი და უხცოელი სპეციალისტების საგანამანათლებლო ლექციათა ციკლი.

პროექტის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და დავით კაკაბაძის ფონდი.

გამოფენის გახსნა: 2013 წლის 18 მაისი, 18:00.

გამოფენა გრძელდება 2013 წლის 10 ივლისამდე.

გამოფენას თან ერთვის საგანმანათლებლო პროგრამები: ,,აბსტრაქცია-შემეცნების ახალი მხატვრული მეთოდი" და ,,იმერეთი-დედაჩემი"

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.