Musik + X

08 მაისი 2013 – 28 მაისი 2013

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2013 წლის 8 მაისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი და გოეთეს ინსტიტუტი გიწვევთ მულტიმედიური და ინტერაქტიული გამოფენის ,,Musik + X" საზეიმო გახსნაზე.

,,Musik + X" გერმანული მუსიკის ფესტივალია. თბილისი ისტორიის მუზეუმის 4 პავილიონში თანამედროვე გერმანული მუსიკის 4 სხვადასხვა ჟანრი იქნება წარმოდგენილი. დამონტაჟებულ მონიტორებზე მუსიკალური ვიდეოების ყურება და გერმანული ბენდების ალბომების მოსმენა იქნება შესაძლებელი. გამოფენაზე აღმოჩნდებით პოპვარსკვლავების, რეპერების, ჰიპჰოპერებისა და ინდის მომღერლების გერმანულ სამყაროში, რომელთა უმრავლესობაც არა მხოლოდ გერმანიის, არამედ მთელი მსოფლიოს მაშტაბით არის წარმატებული.

გამოფენა გერმანული ენის თვის ფარგლებში იმართება, რომლის დევიზიცაა "სამი ქვეყანა - ერთი ენა".

გამოფენა გრძელდება 2013 წლის 28 მაისამდე.

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8.