ქოლგა 2013

01 მაისი 2013 – 04 მაისი 2013

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2013 წლის პირველ და ოთხ მაისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმი თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ ფოტოკონკურსის ,,ქოლგა 2013" გამოფენის გახსნას.

1 მაისს, 18:00 საათზე გაიხსნება მარკ ასნინისა და ვინსენტ ჩიანის ფოტონამუშევრების გამოფენა.

მარკ ასნინი 1961 წელს დაბადებული ბრუკლინელი მხატვარი. "ბიძია ჩარლი"- ასე ეწოდება გამოფენაზე წარმოდგენილ შავ-თეთრ სერიას, რომელიც ასნინის ბიძის, ჩარლზ ჰენშკეს ცხოვრების 30 წლიან პერიოდს აღწერს.

ვინსენტ ჩიანი ამერიკელი დოკუმენტური ფოტოგრაფია. მისი ნამუშევრები არაერთხელ იყო გამოფენილი ლოს ანჟელესის, ჰიუსტონის, ფილადელფიის, ნაშერისა და ნიუ-იორკის მუზეუმებსა და გალერეებში. 1993 წელს, ნიუ-იორკში ემიგრირებული ვინსენტ ჩიანი, ყველაზე მეტად ლათინო ამერიკელი გორგოლაჭებიანი ბიჭების ცხოვრებით დაინტერესდა. ფოტო სერია ,,ვსრიალებთ ბოლომდე" ამ ახალგაზრდების ყოველდღიურობის შესახებ გადაღებული ფოტოების ერთიანობაა, რომელსაც ჩიანი 9 წლის განმავლობაში ქმნიდა.

4 მაისს, 18:00 საათზე წარმოდგენილი იქნება National Geographic-ის ფოტოგრაფების ნამუშევართა გამოფენა, რომელიც ამერიკის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების 125 წლის იუბილეს მიეძღვნა.

,,ქოლგა 2013"-ის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და ,,თიბისი ბანკი".

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქ. 8.