ადამიანის მდგომარეობა: მითები და რეალობა

16 ივნისი 2013 – 30 ივნისი 2013

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2013 წლის 16 ივნისს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ ამერიკელი მხატვრის მიხაელ სენტ ამანდის პერსონალურ გამოფენას - "ადამიანის მდგომარეობა: მითები და რეალობა".

გამოფენაზე შედგება მსოფლიო პრემიერა სენტ ამანდის ორი სერიის - "Mundata Sonada" და "Scribble",რომლებიც მხატვრის სხვა ნამუშევრებთან ერთად გამოეფინება.

ნამუშევრები შერეული ტექნიკით, მრავალშრიანი მეთოდით, ფლუორესცენტული პიგმენტით არის შესრულებული, რომელიც მაყურებლის მზერის კონცენტრაციას ახდენს. დამთვალიერებელი გრძნობს, თუ როგორ გადადის ენერგია ერთი წერტილიდან მეორეში, როგორ ცვლიან ფერები ერთმანეთს და იმის ილუზია ექმნებათ, რომ ნახატი მათ თვალწინ განიცდის ტრანსფორმაციას.

მიხაელ სენტ ამანდის ნამუშებებს უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. მის შემოქმედებას ქართული აუდიტორია იცნობს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში 2012 წელს ჩატარებული გამოფენიდან "Punctum Contra Punctum". მხატვრის ნამუშევრების ექსპოზიცია  გაიმართა პარიზში, ნიუ იორკში, დალასში, ვაშინგტონში, აგრეთვე გერმანიისა და ახალი ზელანდიის ქალაქებში. მიხაელ სენტ ამანდის ტილოები დაცულია სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში.

პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და "Art Contact Tbilisi".

თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენა გაგრძელდება 2013 წლის 30 ივნისამდე

მისამართი : თბილისის ისტორიის მუზეუმი. სიონის ქ.8

გამოფენა გაგრძელდება სიღნაღის მუზეუმში 2013 წლის 3 ივლისიდან-15 ივლისამდე.  

მისამართი : სიღნაღის მუზეუმი, რუსთაველის ჩიხი 8.