იერუსალიმის წარსული და აწმყო

08 აპრილი 2013 – 15 აპრილი 2013

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2013 წლის 8 აპრილიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი, ისრაელის საელჩო საქართველოში, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი დიპლომატიის დეპარტამენტის ინიციატივით წარმოადგენს ფოტოგამოფენას ,,იერუსალიმის წარსული და აწმყო".

იერუსალიმი უნიკალურად კონტრასტული ქალაქია, რომელიც ეროვნებათა და კულტურათათა მრავალფეროვნებით, სიძველისა და სიახლის სინთეზით გამოირჩევა.

ნახევარ მილიონიანი ქალაქში მშვიდობიანად თანაარსებობენ სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენლები - ქრისტიანები, მუსულმანები და ებრაელები. ისრაელი თავისი უძველესი კულტურული ტრადიციებით, მთელი მსოფლიოსათვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს.

გამოფენა გაგრძელდება 2013 წლის 15 აპრილამდე.

მისამართი: სიონის #8, თბილისი ისტორიის მუზეუმი.