Victoria

11 აპრილი 2013 – 05 მაისი 2013

ეროვნული გალერეა

2013 წლის 11 აპრილს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ სამი ქართველი მხატვრის: ოლეგ ტიმჩენკოს, ვახო ბუღაძისა და უშანგი ხუმას ნამუშევრების გამოფენას ,,Victoria"

სამივე მხატვრის პროექტი განსხვავდება როგორც კონცეფციით, ისე მკვეთრად გამოხატული ხელწერით. გამოფენაზე წრმოდგენილი 50 ტილო გამოირჩევა მაღალმხატვრული ღირებულებითა და თვიმყოფადობით. მხატვრების სურვილი იყო საკუთარი პროექტების ერთდროულად წარდგენა. რადიკალურად განსხვავებული თემატიკის უკეთ წარმოსაჩენად, აღნიშნული გამოფენის საინიციატივო ჯგუფმა, ეროვნული გალერეის პირველი სართულის საგამოფენო სივრცე შეარჩია.

ორგანიზატორები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და "გალა გალერეა".

პროექტის მხარდამჭერია  ,,კავკასუს ონლაინი".

გამოფენა გაგრძელდება 2013 წლის 5 მაისამდე.

მისამართი: ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11