ამნეზია

12 აპრილი 2013 – 14 აპრილი 2013

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2013 წლის 12 აპრილს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ მხატვარ კოტე ჯინჭარაძის პროექტს სახელწოდებით ,,ამნეზია".

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კოტე ჯინჭარაძის ნამუშევრები, რომლებიც თემატურად ისტორიაში არსებულ, დავიწყებულ და განგებ ყურადღების მიღმა დარჩენილ რეალობას ასახავს.

მხატვრის ინტერპრეტაცია ვრცელდება სამ სხვადასხვა სივრცით ინსტალაციაზე, რომლებიც აზრობრივად და ფორმისეულად უკავშირდება როგორც ერთმანეთს, ასევე სერთო თემას.
ჩაბნელებულ სივრცეში ფერის აქცენტები, ნეონის განათებით შექმნილი ეფექტები, კოტე ჯინჭრაძის ერთ-ერთი მხატვრული ჩანაფიქრია. მისი აზრით, კაცობრიობის ისტორიაში არსებული მთავარი და დაკარგული მოტივები, მეტაფორებით გამოისახება.

ინსტალაციაში გამოყენებულია ნეონის განათება, ლითონისა და ხის კონსტრუქციები, ასევე სხვადასხვა საგნები და ობიექტები. პროექტი ადამიანის მეხსიერების ინდივიდუალურ მახასიათებლებს იკვლევს.

ფართო საზოგადოება იხილავს მხატვრული ექსპერიმენტების შედეგად შექმნილ ახალ ვერსიას, რომელიც პიროვნების მდგომარეობის, მისი საწყისის ასახვას ემსახურება. 

გამოფენა გაგრძელდება 14 პრილის ჩათვლით.

მისამართი: სიონის ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი