ფერადი ხილვები

02 აპრილი 2013 – 07 აპრილი 2013

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი 2013 წლის 2 აპრილს 18:00 საათზე წარმოგიდგენთ გიორგი დანიბეგაშვილის გამოფენას "ფერადი ხილვები".

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა მხატვრის, გიორგი დანიბეგაშვილის ფერწერული ნამუშევრები, რომელსაც მან პირობითად "ფერადი ხილვები" უწოდა.

დამთვალიერებელი ექსპოზიციაზე იხილავს მხატვრის 25 ფერწერულ ტილოს სერიებიდან: მოგზაურობა ნიუ იორკში, შობის მისტერია, მოჩვენებითი სახეცვლილება, არისტოკრატები ემიგრაციაში, ზარატუსტრას სიზმარი,  სათნოებათა კიბე.

"ფერადი ხილვები" ავტორის დროსთან დამოკიდებულებას გამოხატავს. მხატვარი თვლის, რომ ხელოვნება წარსულსა და მომავალში გამოხატული ისტორიაა, აწმყო კი - მხოლოდ პირობითობა. პროექტი დამთვარიელებელს მხატვრის აბსტრაქტულ ფერწერას წარუდგენს. ნამუშევრები მისი "ფერადი ხილვების" შედეგად შეიქმნა და ფერთა თავისებური აღქმითა და ჰარმონიულობით გამოირჩევა.

გამოფენა გრძელდება 2013 წლის 7 აპრილამდე.

მისამართი: სიონის ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა.