არჩევანი

05 მარტი 2013 – 15 მარტი 2013

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2013 წლის 5 მარტს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ შოთა ორველაშვილის გამოფენას "არჩევანი".

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შოთა ორველაშვილის, საერო ცხოვრებაში, სხვადასხვა წლებში შექმნილი ფერწერული ნამუშევრები. ამჟამად შოთა ორველაშვილი მღვდელმსახურია.

მხატვრის ნამუშევრებში იკითხება მეტაფორებით აზროვნების ნიჭი "პეტრე", "წაგებული თამაში", "დიასახლისი", "იერარქიული პარადოქსი", "წინაპრები", "ეჭვი", "ემიგრანტები", "არჩევანი" და უამრავი სხვა ფერწერული ტილო შექმნილია პორტრეტულ ჟანრსა და სხვა სტილში. მათში იკვეთება მხატვრის დამოკიდებულება საგნებისა და სულიერი ფასეულობების მიმართ.

შოთა ორველაშვილი თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო კოლეჯში სწავლობდა, ჰქონდა პერსონალური გამოფენები თბილისში, მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში მხატვრის სახლსა და გალერეაში, არის მხატვართა კავშირის წევრი, მისი ნამუშევრების ნაწილი დაცულია საქართველოს, რუსეთის, ბელგიის, საფრანგეთის, იტალიის, პოლონეთის, საბერძნეთის კერძო კოლექციებში.

პროექტის მიზანია, წარუდგინოს დამთვალიერებელს შოთა ორველაშვილის ფერწერა, რომელიც განაწყობს ადამიანებს, რათა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი საგნები და პორტრეტები, სხვადასხვაგვარად დაინახონ.

გამოფენა 2013 წლის 15 მარტამდე გაგრძლდება.

მისამართი: სიონის ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა).