ჰელგა პარისი. ფოტოგრაფია

01 მარტი 2013 – 23 მარტი 2013

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2013 წლის 1 მარტს 18:00 საათზე უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტი (ifa) და გოეთეს ინსტიტუტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით წარმოგიდგენთ ცნობილი ფოტოგრაფის, ადამიანის უფლებათა დამცველის, ჰელგა პარისის ფოტოგამოფენას.

თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ჰელგა პარისის ფოტოები, საქართველოში და სხვადასხვა ქვეყნებში შექმნილი სერიები. იგი პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დროს რეპრესირებულ ოჯახში გაიზარდა. მისი შემოქმედებითი გზა იწყება ფოტოგრაფიული ლაბორატორიიდან. შექმნა კოსტიუმების; სახელოსნო, მუშაობდა სარეკლამო სტუდიებში, იღებდა ფოტოებს სპექტაკლის რეპეტიციებზე და ოჯახურ წრეში.

ჰელგა პარისი არ ცნობდა ჩაკეტილ თემატურ საზღვრებს. სხვადასხვა წლებში მან შექმნა სერიები ბერლინის ლუდხანებზე, მოგზაურობაზე ტრანსილვანიაში, ბერლინის ახალგაზრდობაზე, აგრესიის თემაზე. 80-იან წლებში იმოგზაურა საქართველოში, სადაც შექმნა სერია ,,ქალურობის" თემაზე. 90-ან წლებში ავტორი ასახავდა მეორე მსოფლიო ომის ბავშვობის დროინდელ შიშს, გადაიღო სერია "მოგონებები Z", "ქალები და მამაკაცები" - რომში და სხვა.

გამოფენა წარმოაჩენს ერთ-ერთ ყველაზე უკომპრომისო და მოქალაქეობრივი თუ ზნეობრივი გარდაქმნებისთვის მებრძოლ ფოტოგრაფს, პორტრეტული ჟანრის ოსტატს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით განავითარებს თავის ძიებას ფოტოგრაფიაში.

გამოფენა 2013 წლის 23 მარტამდე გაგრძელდება.

მისამართი: სიონის ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა).