აზერბაიჯანული ხელით ნაქსოვი ხალიჩების გამოფენა

15 თებერვ. 2013 – 05 მარტი 2013

ხელოვნების მუზეუმი

2013 წლის 15 თებერვალს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ აზერბაიჯანული ხელით ნაქსოვი ხალიჩებისა და აზერბაიჯანული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ნივთების გამოფენას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება აზერბაიჯანელი ხელოვანების მიერ შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. აგრეთვე, ნაციონალური საკრავები, სპილენძისა და კერამიკის ჭურჭელი,ხელით ნაქსოვი ხალიჩები, ფარდაგები და სხვა.

ოგანიზატორები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ფ. ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი და მუზეუმთან არსებული კულტურის ცენტრი.

გამოფენა 2013 წლის 5 მარტამდე გაგრძელდება.

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, გუდიაშვილის ქ. №1