საარქივო ფოტოები საქართველოს შესახებ 1908-1942

04 იანვარი 2013 – 15 თებერვ. 2013

საქართველოს მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ჟურნალი "NATIONAL GEOGRAPHIC" სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას სახელწოდებით "საარქივო ფოტოები საქართველოს შესახებ - 1908-1942".

თბილისის ძველი უბნების მოკირწყლული ქუჩები, მაღალი მთები, რომელთა მწვერვალებზე აგვისტოშიც კი დევს თოვლი, ძველი საფოსტო სადგური, სადაც თბილისიდან ვლადიკავკაზში მიმავალი ავტობუსი ჩერდება, აბჯარასხმული მამაკაცები, მონადირის სახლი კედელზე დაკიდებული დათვის ბრჭყალებით... - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ფოტოშთაბეჭდილებებისა, რომლებიც ჟურნალ National Geographic-ის ფოტოგრაფებმა საქართველოში მოგზაურობის დროს ფირზე გადაიტანეს და თავიანთი მინაწერებიც დაურთეს.

ჟურნალში დაბეჭდილი უძველესი ფოტო ქართული სერიიდან 1870 წლით თარიღდება. ეს ფოტო ცნობილმა მკვლევარმა ჯორჯ კენანმა გადაიღო კავკასიაში მოგზაურობის დროს და შემდეგ National Geographic-ს გადასცა.

კენანის კავკასიური მარშრუტი სხვებმაც დალაშქრეს. National Geographic-ის უმდიდრეს ფოტოარქივში ის ფოტომასალაცაა დაცული, რომელიც ჟურნალის ფურცლებზე არასოდეს გამოქვეყნებულა. დღეს ქართველი დამთვალიერებელი სწორედ ამ ნამუშევრებს იხილავს - გამოუქვეყნებელ შავ­თეთრ ფოტოებს National Geographic-ის უნიკალური არქივიდან.

მისმართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი #3.