თანამედროვე აზერბაიჯანელ მხატვართა გამოფენა

20 დეკემბერი 2012 – 03 იანვარი 2013

ხელოვნების მუზეუმი

საქართველო-აზერბაიჯანის კულტურული ურთიერთობის ასოციაცია და საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2012 წლის 20 დეკემბერს , 17:00 საათზე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ აზერბაიჯანელი მხატვრების გამოფენის გახსნას, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის კულტურული ურთიერთობის ასოციაციის პრეზენტაციასა და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 20 წლისთავს ეძღვნება.

გამოფენა ტარდება საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, აზერბაიჯანის ნავთობკომპანიის - სოკარის "ამერიკის ხმის" აზერბაიჯანის რედაქციისა და ტელეკომპანია მე-9 არხის მხარდაჭერით. გენერალური სპონსორია SOCAR-i.

გამოფენა გაგრძელდება 2013 წლის 4 იანვრამდე.

მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქ. 1