მრავალფეროვანი აბრეშუმის გზა

18 დეკემბერი 2012 – 24 დეკემბერი 2012

საქართველოს მუზეუმი

2012 წლის 18 დეკემბერს 18:30 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ ჩინეთის თანამედროვე ხელოვნების გამოფენას ,,მრავალფეროვანი აბრეშუმის გზა".

აბრეშუმის გზა მოიცავდა სამხრეთ, ახლო და დასავლეთ აზიის ტერიტორიას, რომელიც ევროპისა და ჩრდილო აფრიკის ქვეყნებამდე აღწევდა. იგი აკავშირებდა უძველესი ჩინეთის ცივილიზაციასა და დასავლურ სამყაროს. აბრეშუმის გზამ შემოუნახა ისტორიას ბრწყინვალე ცივილიზაციები და დაგვიტოვა უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობა. ორი ათასი წლის განმავლობაში, აბრეშუმის გზას არ დაუკარგავს თავისი შარმი და მომხიბლაობა.

100 თანამედროვე ჩინელი ხელოვანი აქტიურად მონაწილეობდა "მრავალფეროვანი აბრეშუმის გზის" პროექტში. თანამედროვე ხელოვანთა ჯგუფმა თავიანთი ტურნე ჩინეთის კულტურული მემკვიდრეობის მონახულებით, ხალხური ტრადიციების შესწავლითა და შეთვისებით დაიწყეს. გამოფენა გამოხატავს აბრეშუმის გზის კულტურულ იდენტობასა და მის განუმეორებელ შარმს. ნამუშევრები ნათლად წარმოადგენენ ჩინეთის კულტურას, ხალხურ ტრადიციებსა და ისტორიულ მემკვიდრეობას.

ექსპოზიციის მიზანია, ახალ ეპოქაში, ხელი შეუწყობს აბრეშუმის გზის აღორძინებას, მხარი დაუჭიროს და განამტკიცოს ჩინეთსა და ევროპას შორის მეგობრული, კულტურული და სავაჭრო ურთირთობები.

გამოფენა იმართება ჩინეთის კულტურის დღეების ფარგლებში და 24 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მისმართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3