სპეციალური შემეცნებითი პროგრამა- ფოტოგამოფენა „საგანძური“

12 ოქტომბ. 2012 – 25 ოქტომბ. 2012

სიღნაღის მუზეუმი

2012 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით გაიმართება ფოტოგამოფენა "საგანძურის" პრეზენტაცია

ღონისძიება იმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II დაბადებიდან მე-80-ე და აღსაყდრებიდან 35-ე წლისთავის აღსანიშნავად.

ექსპოზიცია გასტანს 25 ოქტომბრამდე და ფოტოგამოფენასთან ერთად წარმოდგენილი იქნება სპეციალური, მრავალფეროვანი შემეცნებითი პროგრამა, რომელიც განკუთვნილია საგანამანთლებლო და კულტურული დაწესებულებების მოსწავლეების, სტუდენტების, საქართველოს ისტორიისა და ქართული ქრისტიანული ხელოვნების შესწავლითა და კვლევით დაინტერესებული პირებისა და ინდივიდუალური დამთვალიერებლებისათვის.

პროექტ "საგანძურის" შესახებ:

ფოტო-გამოფენა "საგანძური" ეს არის ქართული ქრისტიანული ხელოვნების 35 ნიმუშის ნატურალური ზომების დაცვით შესრულებული მაღალმხატვრული ფოტო-ვერსია.

სპეციალურად ექსპოზიციისათვის შემუშავებულია საგანამანთლებლო-შემეცნებითი პროგრამა ყველა ასაკის დამთვალიერებლებისათვის, მომზადებულია მეთოდური ვიზუალური და თემატური მასალები.

ფოტო-გამოფენა "საგანძური" შეიქმნა 2008 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მისი უწმინდესობის აღსაყდრების 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის დაფინანსებით.

პროექტ "საგანძურის" მიზანია:

ქართული სულიერი და მატერიალური კულტურის, ქართული მართლმადიდებლური ღირებულებების წარმოჩინებისა და დაცვისათვის ხელშეწყობა.

ქართული ქრისტიანული ხელოვნების პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა.

"საგანძურის" შედევრების შექმნისა და ისტორიის კვლევისათვის ხელშეწყობა.

"ვიცოდეთ რისი პატრონები ვართ!"- მოგვიწოდებს პატრიარქი და აძლევს ლოცვა -კურთხევას "საგანძურს" იმოგზაუროს საქართველოს რეგიონებსა და მთელ მსოფლიოში და ყველას მოფინოს უდიდესი ქართული სიწმინდეების მადლი!

მოცემული პროექტის ფარგლებში "საგანძურის" მოგზაურობა დაიწყო ქალაქ მცხეთიდან 2012 წლის 12 ოქტმბერს. მცხეთის შემდეგ ექსპოზიცია გაიმართა სტეფანწმინდაში ალ.ყაზბეგის სახლ-მუზეუმში. 2012 წლის დეკემბრამდე "საგანძური" საქართველოს კიდევ 5 ქალაქში მოეწყობა.

პროექტის მხარდამჭერები: კავკასიის უნივერსიტეტი / საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი

პროექტის ავტორები: მაია ჯამბაზიშვილი (ტელ.: 571 755 855) და დალი გოგორიშვილი