BLACKOUT სინამდვილისა და რეალობის გასაყარზე

20 სექტემბ. 2012 – 12 ოქტომბ. 2012

2012 წლის 20 სექტემბერს, 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი გიწვევთ გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ლადო ბეროზას პერსონალურ გამოფენაზე BLACKOUT. აღიარებული საერთაშორისო პროექტების ავტორი სამშობლოში პირველად იფინება.

საქართველოსთვის ნოვაციური არტითა და ხელოვანის კონცეპტუალური მიგნებების შედეგად ერთ მთლიან ნამუშევრად წარმოდგენილი მუზეუმის საგამოფენო სივრცე სინამდვილისა და რეალობის გასაყარზე ადამიანის ცნობიერების უკეთ აღქმაში გვეხმარება. გარემო, ეკოლოგია, ადამიანი და მისი დამოკიდებულება თანამედროვე დროსა და სივრცესთან... საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილ სკულპტურას, ინსტალაციას, მხავრობასა და გრანდიოზულ რელიეფებს სიღრმეში სწორედ ეს საკითხები უდევს საფუძვლად. 

ლადო ბეროზას ნამუშევრები გამორჩეულია მასალისა და ტექნოლოგიის თვალსაზრისით. ის ერთდროულად ორგანულ, ბიოლოგიურსა და სინთეტიკურ სუბსტანციებს იყენებს.

ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდა მხატვარი ამავე უნივერსიტეტის მაისტერშულერი გახლდათ. 2010 წელს კი "DAAD"-ეს დასრულების სტიპენდია მიიღო.აღსანიშნავია, რომ 2010 წლიდან ლადო ბეროზა მხატვართა კავშირის "Milchhof e.V in Berlin" წევრია.

პროეტის ორგანიზატორები:საქართველოს ეროვნული მუზეუმი და კულტურის კვლევისა და კოორდინირების ცენტრი"

პროექტის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და . თბილისის მერიის თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

ექსპოზიცია 2012 წლის 12 ოქტომბერამდე გაგრძელდება.

მისამართი: .გუდიაშვილის .1