პეტრე ოცხელი

13 ივლისი 2012 – 15 სექტემბ. 2012

ეროვნული გალერეა

2012 წლის 13 ივლისს 19:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ გამოფენას „პეტრე ოცხელი - რეტროსპექტივა".

გამოფენა ეძღვნება პეტრე ოცხელის დაბადებიდან 105 წლის იუბილეს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება პეტრე ოცხელის მიერ გაფორმებული სპექტაკლების დეკორაციებისა და კოსტიუმების 200-მდე ესკიზი, დაზგური ფერწერის ნიმუშები, აგრეთვე ფოტოები და უნიკალური დოკუმენტები, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მუზეუმის კოლექციებიდან.

გამოფენის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტრო.

დამთვალიერბელთა თხოვნით, გამოფენა ეროვნულ გალერეაში 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: რუსთაველის გამზირი 11.