ქოლგა თბილისი ფოტო 2012

10 ივნისი 2012 – 15 ივნისი 2012

თბილისის ისტორიის მუზეუმი

ქოლგა თბილისი ფოტო 2012“ ფარგლებში 10 ივნისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ „თანამედროვე ამერიკული ფოტოგრაფიისა“და „გიორგი ცაგარელის რჩეული ნამუშვრების კრებულის“ გამოფენებს.

ქართველ ფოტოგრაფ, გიორგი ცაგარელ ქართული ფოტოხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წელს ალექსანდრე როინაშვილის ტრადიციული პრიზი გადაეცა.

წელს ფოტოკონკურსი "ქოლგა თბილისი ფოტო", სხვადასხვა თემებისა და სტილის ფოტოსერიების გამოსაგზავნად დოკუმენტური და ექსპერიმენტული ფოტოგრაფიის სფეროში მოღვაწე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან იწვევდა. მიღებული ნამუშევრების ბრწყინვალე ხარისხის წყალობით, შესაძლებელი გახდა ისეთი ფოტოგრაფების დაჯილდოვება, რომელთაც ინტენსივობითა და უჩვეულო პერსპექტივებით, ფოტოგრაფიისთვის ახალი სტიმულის მიცემა შეუძლიათ.

წელს, 2012 წლის ქოლგას ჯილდოზე წარდგენილ ნამუშევრებს შორის საუკეთესოები მსოფლიოს წამყვან ფოტობაზრობაზე - ფოტოკინა 2012-ზე გამოიფინება, რომელიც კიოლნში (გერმანია) გაიმართება.

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა. სიონის ქ.8