Punctum Contra Punctum

10 ივნისი 2012 – 21 ივნისი 2012

ხელოვნების მუზეუმი

2012 წლის 10 ივნისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოგისგენთ ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს.

თანამედროვე ხელოვანს არაერთგვაროვან სამყაროში უწევს არსებობაც და შემოქმედებაც. მისი ემოციური და ინტელექტუალური რეაქციები თავისებური პასუხია იმ გამოწვევებზე, რომელსაც დღევანდელი პოლიტიკური თუ სოციოკულტურული გარემო სთავაზობს მათ.

პროექტი - Punctum Contra Punctum გულისხმობს იმ წინააღმდეგობრივი კონტექსტების რეპრეზენტაციას, რომელსაც დასავლეთ-ევროპელი, ამერიკელი და ქართველი არტისტები სთავაზობენ მაყურებელს, თანაც განსხვავებული მედიატექნოლოგიებით, იქნება ეს ფოტოგრაფია თუ მულტიმედია.

მონაწილეები: კარინ ანგელე, გერმანია; ალექს ბერდიშევი, საქართველო; ეველინ ჟუენი, ავსტრია; მარკო ნიკოლას ჰაინცენი, შვეიცარია; დავით კვაჭაძე, საქართველო; მიხაელ ვინსენტ მანალო, ფილიპინები; ემილიო მერლინა, იტალია; კონსტანტინე მინდაძე, ნიდერლანდები, საქართველო; ედუარდ მორტეკი, საფრანგეთი; ვუგარ მურადოვი, აზერბაიჯანი; ტერეზა ნილი, დიდი ბრიტანეთი; დიანა ნიკოლოვა, ბულგარეთი; ანდრეას ოეტკერ-კასტი, გერმანია; გეგა პაქსაშვილი, საქართველო; მაკა რაზმაძე, საქართველო; ჟოაო სანტოსი, პორტუგალია; რაფაელ სერანო, ამერიკის შეერთებილი შტატები; მიხაელ სენტ ამანდი, ამერიკის შეერთებილი შტატები; დენის ტენევი, მაკედონია.

გამოფენის ორგანიზატორები: საქართველოს კულტურისა და ძეგლის დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი  და არტკონტაქტ თბილისი.

პროექტის მხარდამჭერები: ავსტრიის საელჩო, კაპაროლი, კონიკა, Universal Advertising Company.

გამოფენა გაგეძელდება 20 ივნისამდე.

მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქუჩა 1.