კავკასია: მე-19 საუკუნის პორტრეტები

03 ივნისი 2012 – 24 ივნისი 2012

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2012 წლის 3 ივნისიდან ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ ფოტო-გამოფენას "კავკასია: მე-19 საუკუნის პორტრეტები". 

გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმის ფონდებში დაცული 70-მდე ფოტო.

გამოფენა იმართება თბლისის ფოტო-ფესტივალის ფარგლებში.

გამოფენა  ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში 2012 წლის 25 ივნისამდე გაგრძელდება.

მისამართი: სიონის ქ.8